აუდიტორული შემოწმება
შპს ეი ეფ ეი ოფისი მომხმარებელს სთავაზობს ორი სახის აუდიტორულ შემოწმებას: ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და საგადასახადო აუდიტი.
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მოიცავს კომპანიის აღრიცხვის შემოწმებას საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) შესაბამისად. (ასევე კომპანიის ანგარიშგება შეიძლება შემოწმდეს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS For SMEs) შესაბამისადაც).
- საგადასახადო აუდიტი მოიცავს კომპანიის სამეურნეო ოპერაციების შემოწმებას საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად და კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადების მართებულობის დადგენას.
შემოწმების შემდგომ დამკვეთს გადაეცემა აუდიტორული დასკვნა, სადაც მოხდება დამკვეთის მიერ გასულ წლებში განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაციის დეტალური აღწერა და გამოვლინდება ნაკლოვანებები საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) მიხედვით აღრიცხვის ან/და საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების დარღვევის შესახებ, დაისახება მათი გადაჭრის გზები და მიეცემა რეკომენდაციები მომავალში მსგავსი უზუსტობების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.
მოხდება თითოეული გადასახადის (საშემოსავლო, მოგების, დამატებული ღირებულების, აქციზის, იმპორტის, ქონების) ახლიდან გადაანგარიშება და დამკვეთის მიერ წარდგენილ დეკლარაციებთან შედარება.
დამკვეთს ასევე გადაეცემა საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) შესაბამისად მომზადებული ანგარიშგება: ბალანსი და მოგება–ზარალის უწყისი.
აუდიტორული შემოწმების მიზანია ნათლად წრმოაჩინოს დამკვეთისათვის ფინანსური შედეგი და შეამციროს საგადასახადო რისკები.