ბუღალტრული აღრიცხვა/ფინანსური ანალიზი
აუდიტორული კომპანია ეი ეფ ეი ოფისი მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ მომსახურებას და ფინანსურ ანალიზს რომელიც მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
- კომპანიის საბუღალტრო პოლიტიკის განსაზღვრა
- საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS) აღრიცხვის წარმოება
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (მოგება-ზარალი; ბალანსი; cash-flow)
- ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე კომპანიის საქმიანობის ანალიზი (მომგებიანობის კოეფიციენტები, ლიკვიდურობის კოეფიციენტები და ა.შ.);
- პროდუქტის/სერვისის მომგებიანობის განსაზღვრა;
- საგადასახადო ორგანოში დეკლარაციების წარდგენა;
- ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგი და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
- წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შემოწმება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
- კონკრეტულ ბიზნესზე მორგებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შექმნა
- კომპანიის შემოსავლების და ხარჯების ანალიზი
- ბიუჯეტირება
- დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად ნებისმიერი სახის ანგარიშგების მომზადება, სტატისტიკური მონაცემებისა და სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი.
ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება ნიშნავს დამკვეთისთვის დროულ და საიმედოდ მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას, საგადასახადო რისკების მინიმუმამდე შემცირებას და ბიზნესის მართვას უტყუარ ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.