კონსულტაციები/მონიტორინგი

შპს ეი ეფ ეი ოფისი გაგიწევთ კონსულტაციებს აღრიცხვის და საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებთან დაკავშირებით, მოგცემთ რეკომენდაციებს სამეურნეო ოპერაციის ბურალტრულ ჩანაწერებში ასახვისა  და გადასახადებით დაბეგვრის საკითხებში. ასევე მონიტორინგს გაუწევს კომპანიაში მიმდინარე აღრიცხვას რაც მოიცავს:

  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მართებულობას საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან (IFRS) მიმართებაში;
  • დეკლარაციების მომზადების სისწორეს საგადასახადო ნორმების გათვალისწინებით.
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სისწორესა და მართებულობას და შიდა სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
  • ბუღალტრული ჩანაწერების პროგრამული ასახვის სისწორის შემოწმება და უზუსტობების აღმოფხვრა.

კომპანიის ბიზნეს საქმიანობის პროცესის მართვა მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას და პასუხისმგებლობას დროულად და მართებულად მოხდეს შესაბამისი ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ ჩანაწერებში. ჩვენი გუნდი კონსულტაციების, მიმდინარე პროცესების მონიტორინგის საშუალებით შესაძლებლობას მოგცემთ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საგადასახადო კანონმდებლობის გათვალიწინებით აწარმოოთ თქვენი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა რაც გამორიცხავს რაიმე სახის უზუსტობას და კანონდარღვევას, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი კომპანიისათვის სანქციის დაკისრებისა.